saqarTvelos mdinareebi - nenskra

შესართავი ენგური
სიგრძე 42 კმ
აუზის ფართობი 623 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 40.1 მ³/წმ

 

სინონიმი: ჭვიბრულა.

მდინარე სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ენგურის მარჯვენა შენაკადი. ზღვის დონიდან 2915 მ. სიგრძე 42 კმ. აუზის ფართობი 623 კმ². საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულშია, წყალმცირობა - ზამთარში, შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა, ზამთრობით - ყინულნაპირისი, ფსკერის ყინული, თოში. საშუალო წლიური ხარჯი 40,1 მ³/წმ. იყენებენ ხეტყის დასაცურებლად.

ჰიდროელექტროსადგური

ნენსკრა ჰესი მდინარე ნენსკრაზე,  კავკასიონის სამხრეთ კალთაზე აშენდება. ნენსკრა მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადია. მისი სიგრძე 42 კმ-ია, აუზის ფართობი - 623 კმ². მდინარე სათავეს ზღვის დონიდან 2915 მ-ზე იღებს, საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულშია, წყალმცირობა - ზამთარში. შემოდგომაზე მას წყალმოვარდნა ახასიათებს, ზამთარში კი - ყინულნაპირისი, ფსკერის ყინული, თოში. საშუალო წლიური ხარჯი 40,1მ3/წმ-ია.

სადგურის სიმძლავრე იქნება 280 მეგავატი. ჰესის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.